ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში კორონავირუსის “მეორე ტალღას” უარჰყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი, ლარი კუდლოუ აცხადებს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მე ჯანდაცვის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვესაუბრე ამ დარგის სპეციალისტებს მეორე ტალღასთან დაკაშირებით, და ისინი ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გუშინ სტივენ მნუჩინმა თქვა და მეც გავიმეორებ – ჩვენ ეკონომიკის გაჩერებას არ ვაპირებთ. გარკვეულ ადგილებში გვაქვს მკვეთრი მატება, მაგრამ გაფართოებულია ტესტირება და ეს შეიძლება ამის შედეგიც იყოს“, – განაცხადა კუდლოუმ.

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 22 883 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 2 023 347 ადამიანი დაინფიცირდა. 113 820 პაციენტი გარდაიცვალა, 816 086 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

imedinews.ge