ძლიერი ხანძარი ათონის მთაზე

ათონის მთაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 60 მეხანძრე, 3 ვერტმფრენი და ათეულობით სპეც-ტექნიკაა ჩართული. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ქილენდარის მონასტერს, საფრთხეს ჯერჯერობით არ უქმნის.

 

 

 

 

 

“კურიერი”