ირმა ინაშვილი კვიციანის “ფეისბუქ”- პოსტს, პარტიის დატოვების შესახებ, კომენტარშივე გამოეხმაურა. მან კვიციანს გამარჯვება უსურვა და დაწერა, რომ ის მათი უახლოესი მეგობარია.
ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!“- წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა “პატრიოტთა ალიანსის” დატოვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.