ინდოეთიც ასრულებს აბსურდულ “იზოლაციას” – მიუხედავად იმისა, რომ “კოვიდ” განაგრძობს არსებობას

უკვე ინდოეთშიც მიხვდნენ, რომ “იზოლაცია” და ქვეყნის გაჩერება ვერ შეაფერხებს კორონავირუსის გავრცელებას. ამ ზომებმა უკუშედეგი გამოიღო – ისედაც ღარიბი ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა, ჯანდაცვის სისტემა კი პაციენტების მიღებას ვერ აუდის.

სურათზე: 2020 წლის 20 მაისი, სახელმწიფოს მიერ პანიკით მოცული ინდოელები კერძო კლინიკის რიგში, აიერვედას ჰომეოპათიური პროდუქტების მოლოდინში. ხალხს სჯერა, რომ ეს “წამლები” მათ ახალი კორონავირუსისგან დაიცავს (Photo by Manjunath Kiran / AFP) .

 

დღემდე 280 000 ინდოელია დარეგისტრირებული, რომელთაც შეეყარათ ახალი კორონავირუსი. 1 მილიარდ -350 მილიონიანი ქვეყნისათვის ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი (არც სიკვდილიანობის ციფრებია საგანგაშო), მაგრამ ვინაიდან სახელმწიფომ ხალხში პანიკა თავად დათესა, ეკონომიკა გააჩერა და ადამიანები სახლებში გამოკეტა,  ჯანდაცვის სისტემამ დაპანიკებული ხალხის მოზღვავებას ვეღარ გაუძლო. როგორც ირკვევა, ბევრ ისეთ ადამიანს ვერ აღმოუჩინეს დახმარება, რომელსაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა, სამაგიეროდ, უქმად ცდებოდა სხვა პაციენტებისთვის, რომელთა მკურნალობა სახლშიც შეიძლებოდა.

ამჟამად ვირუსიანთა სტატისტიკა ინდოეთში მატულობს, თუმცა სახელმწიფომ სწორედ ამ ფონზე გამოაცხადა “ლოკდაუნის” შეწყვეტა და თანდათან გახსნა ეკონომიკა. ამუშავდა კაფე-ბარები, მაღაზიები, სალონები, დაცარიელებული ქუჩები ისევ ხალხით გაივსო. თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება, მაგრამ ისედაც ღარიბი ხალხი კიდევ უფრო გაღარიბებული ხვდება ახალ ცხოვრებას.