თავად აფასებს ის თავის ბრძოლას, როგორც გიჟურს და თავისებურს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია ემზარ კვიციანის პარტიიდან  წასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მის იდეოლოგიას ეთანხმებიან, თუმცა ბრძოლის მიმართ ქმედებები, რომელიც ემზარ კვიციანს აქვს დასახული, მათთვის მიუღებელია.

 

„ბრძოლის სხვა მეთოდიკა და შეხედულებები გვაქვს ჩვენ. ამ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკური ხედვა განსხვავებულია. შინაარსობრივად ჩვენ ბატონ ემზარს მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ მხარს. თავად აფასებს ის თავის ბრძოლას, როგორც გიჟურს და თავისებურს და ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ბრძოლის ტაქტიკაზე სხვადასხვა შეხედულებები უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა, ეხლა უბრალოდ მკაფიოდ გამოვლინდა, თორე ეს შარშანაც იყო და შარშანწინაც. მას მიაჩნია, რომ ჩვენ ბრძოლაში ბევრად უფრო რადიკალურები უნდა ვიყოთ“, – განაცხდა ადა მარშანიამ.