პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს პრაქტიკულად აღიარა, რომ კოვიდ 19 -ის ასიმპტომატური გადაცემა უიშვიათეს შემთხვევებში ხდებაო. ხვდებით ეს რას ნიშნავს?
ესე იგი, მთელს პლანეტაზე ე.წ. “სოციალური დისტანცირების” და უსიმპტომო ადამიანების იზოლაციების უმკაცრესი ზომების დანერგვა საჭირო არ ყოფილა !!!!!!!
ახლა, ამ აღიარების მერე, როგორც მინიმუმ საერთაშორისო გამოძიება მაინც არ უნდა დაიწყოს ?
კორონა რომ რეალური საფრთხეა მაგაში ეჭვი არასდროს შემიტანია. თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სხვებსაც, მაგრამ თუ უსიმპტომო ადამიანი არაა გადამდები, მაშინ ხომ ყველაფერი სხვაგვარად უნდა წარმართულიყო? აქამდე, თურმე გვატყუილებდნენ. სწორედ ამ ტყუილმა გააჩერა დედამიწა ნახევარი წლის განმავლობაში!!
მაშინ, ვის აწყობდა, ვინ დაგეგმა და ვინ მოახვია მსოფლიოს თავზე ტოტალური ე.წ. “სოციალური დისტანცირებები”, რამაც გააჩერა ყველაფერი!!!! კარანტინმა კიარა, სწორედ ამ უმსგავსოებამ, ე.წ. ” სოციალურმა დისტანცირებამ” და უსიმპტომო ადამიანების იზოლაციებმა გააჩერეს!!!!
ეს შეკითხვები დღეიდან ასჯერ უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე აქამდე იყო. რას ფიქრობთ ამაზე?
P.S. დღეს “სტრადაში” საქმიანი შეხვედრა მქონდა. არაჩვეულებრივად კარგი მიმტანები, გარეთ, ამ სიცხეში იტანჯებოდნენ პირბადეებში, თანაც აკრძალული გვაქვს ცხვირიც რომ არ გვქონდეს დაფარულიო. გამოდის, რომ ეს უკვე მარაზმია !!!!- წერს კვაჭანტირაძე.