პარასკევს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში პოლიციელებთან კონფლიქტის შედეგად, “ვენდის” რესტორანთან დაიღუპა კიდევ ერთი აფროამერიკელი (ზანგი), რამაც ახალი მღელვარებების ტალღა გამოიწვია.
სატელევიზიო არხ Fox 5 Atlanta-ზე დაყრდნობით, “ინტერფაქსი” იუწყება, რომ ბრბომ გუშინ რესტორანს, რომლის წინაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, ცეცხლი წაუკიდა და 45 წლის განმავლობაში მოახდინა შტატების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ბლოკირება. პოლიციას მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
პოლიციელების მორიგი მსხვერპლი 27 წლის მამაკაცი, რეიშარ ბრუქსი გახლავთ. მისმა მანქანამ “ვენდის” კაფესთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, თავად კი მანქანაში ეძინა. როდესაც გამოძახებული პოლიცია მოვიდა და ბრუქსს მანქანის გადაყენება მოსთხოვა, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციელმა ელექტროშოკერი ამოიღო, მაგრამ ბრუქსმა შეძლო ელექტროშოკერის წართმევა და მისი გამოყენების მცდელობის შემდეგ, გაიქცა. გაქცეულ ბრუქსს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.
ინციდენტის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე პოლიციელებიდან ერთ-ერთი მოხსნეს, მეორე კი დროებით ჩამოცილებულია სამსახურს. ატლანტის პოლიციის უფროსი ერიკა შილდსი გადადგა. შაბათს კი, ატლანტაში, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.