ნათელაშვილი კერპების და საერთო სიის წინააღმდეგია

“ლეიბორისტების” უცვლელი ლიდერი (კერპი?) შალვა ნათელაშვილი კერპების შექმნას ეწინააღმდეგება და საერთო ოპოზიციური სიების შექმნის წინააღმდეგ გამოდის:

“მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას.

საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას ახალ ინიციატივა უკრაინიდან შესთავაზა და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.