გამყრელიძემ მარტო მეორე ტალღის თარიღი კი არა, ისიც იცის, არჩევნები როდის ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Atlantic Council-ის ვებინარზე განაცხდა, რომ საქართველოში ოქტომბერში რესპირატორული დაავადებების სეზონია და წელს ორი ძირითადი ინფექცია ემთხვევა, რამაც შესაძლოა არჩევნების ჩატარებაზე მოახდინოს გავლენა.

„იცით, რომ ეს წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი 2 ოქტომბრიდან ან ნოემბრიდან იწყება. პროგნოზის თანახმად, წელს ორი ძირითადი ინფექციის დამთხვევა მოხდება, კორონავირუსის მეორე ტალღისა და გრიპის სეზონის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ ეპიდსიტუაცია არ შეიცვალა, არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. „თუ ეპიდსიტუაცია ისეთივე იქნება, როგორც ახლა, და შემოდგომაზე ახლა არსებულ ვითარებას შევინარჩუნებთ, არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. თუ ეპიდსიტუაცია არსებულზე უარესი იქნება, როგორც ახლა სამხრეთ ამერიკაშია, მაშინ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი და გადაწყვეტილება მიიღონ შემდგომ ზომებზე“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

 

 

“იმედინიუსი”