გერმანია არ აღიარებს საქართველოს მიერ გამოცხადებულ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში

ასეთი დასკვნა კეთდება იმით, რომ საქართველო ვერ მოხვდა გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული 31 ქვეყნის სიაში, რომლებშიც გერმანელებს მოგზაურობა უკვე 15 ივნისიდან შეუძლიათ.

საუბარია ევროკავშირის 26 წევრ და 5 არაწევრ ქვეყანაზე – ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, შვეიცარიაზე, ლიხტენშტაინსა და დიდ ბრიტანეთზე.

საქართველო მსოფლიოს დანარჩენ 160-ზე მეტ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჯერ კიდევ არ არის რეკომენდებული მოგზაურობა გერმანიის მოქალაქეებისთვის. მათ შორისაა გერმანელებისთვის მიმზიდველი ისეთი ტურისტული ქვეყნები, როგორც თურქეთი, ეგვიპტეი, ტუნისი და ტაილანდი. ამ ქვეყნებში მოგზაურობა ნებადართული მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან იქნება.

ქვეყნები, სადაც გერმანიის მოქალაქეებს მოგზაურობის უფლება მიეცათ, შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩიეს: ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩატარებული ტესტების რაოდეობა, აგრეთვე ტურისტული უსაფრთხოების ზომები.

გამოდის, რომ საქართველომ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება გერმანიის მთავრობაზე, არადა, გახარია და მისი ექიმები სხვა რამეში ცდილობენ ხალხის დარწმუნებას.