სანამ ამერიკის საელჩოს ბოქლომი არ დაედება, მანამდე თავისუფლება და დეოკუპაცია არ გვეღირსება! გაუგებარია ჩემთვის დონალდ ტრამპის გაფეტიშება და ერთგვარი მხსნელის წარმოჩენა მისგან.
თავიდან იყო და ამერიკის საელჩოში ობამას ადმინისტრაცია არის გამაგრებული და ტრამპი მალე მიხედავსო, შემდეგ იყო და “ლობები” ვერ აწვდდიან ტრამპს ხმას, თორემ დაერევა აქაურ ლიბერალებსო, შემდეგ, კელი დეგნანის განცხადებები არ არის შეთანხმებული ტრამპთანო.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ეგ თქვენი კონსერვატორი ტრამპი გამოდგა ყველაზე დიდი მტერი ჩვენი ქვეყნის.
ამერიკაში “მძინარე ჯოს” დაამარცხებს თუ ლესბოსელ კლინტონს, ეგ მეასეხარისხოვანია.
აქ მთავარია, რა ბერკეტები აქვს ტრამპის ადმინისტრაციას საიმისოდ, რომ, სულ მცირე, ამერიკის საელჩო არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში და არ მოგვახვიოს თავს ისინი, ვისაც გვახვევს…
ჰოდა, ტრამპის პირველი ვადა იწურება და მე ხეირიანს ვერაფერს ვხედავ მისგან.
ამერიკაში კი არ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტი, ამერიკა უნდა შევცვალოთ საქართველოში.
ირაკლი ჯანყარაშვილი