სათვალთვალო სისტემები იწერენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმასაც

სახელმწიფო ინსპერქტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით არის შემთხვევები, როდესაც ეს ვიდეო-სათვალთვალო სისტემები იწერენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმასაც.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით მოქალაქეთა მომართვიანობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია. მოგვმართა 400-ზე მეტმა მოქალაქემ. ძირითადი დარღვევები იკვეთება ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით.

არ არის მკაცრად რეგულირებული ბაზებში შესვლის წესები, იკვეთება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ბაზებთან არასამსახურებრივ წვდომას. ასევე, არის გამოწვევები ვიდეო-თვალთვალის მიმართულებით.

ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს სისტემები იწერენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმასაც. ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვქონდა მკაცრი რეაქცია.

მივეცით დავალება, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ამგვარი მოქმედებების განხორციელება და მივეცით ასევე სავალდებულო დავალებები, გამართონ თავიანთი შიდა ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების გარემო“-აცხადებს თოლორაია.

 

 

 

 

“ალია”