COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა – თბილისის ზღვის ჰოსპიტალის განცხადება:
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირებულია სამი დადებით პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს კლინიკაში და ჩვენთან „პისიარ“ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი.
ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იმ კლინიკაში, სადაც თავად არის გადაყვანილი.“
იცოდა თუ არა აზერბაიჯანის მხარემ, რომ მათი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე გამოატარეს, იყვნენ ინფიცირებულნი – ამ ეტაპზე ამაზე განცხადება არ კეთდება.
მაშინ როცა ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს, ვერიდებით სადმე გამგზავრებას ქვეყნის შიგნით (ქვეყნის გარეთ არც არავინ გვიშვებს) და ყველას გვახსოვს, ადამიანებს ხილი და ბოსტნეული დაულპათ, რადგან არ მისცეს გადაადგილების და გაყიდვის უფლება – უცხოეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით?
შეგახსენებთ ტრაილერების მძღოლების ტესტირებაც კი რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც რამდენიმეს ვირუსი დაუფიქსირდა.