არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში არაფერი ემუქრება

პრემიერმა გიორგი გახარიამ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა:

“იქიდან გამომდინარე რომ ამ კრიზისს ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა, შეიძლება ვთქვათ, რომ… მე საერთოდ, მივიჩნევ, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია. დღეს არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში არაფერი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ხალხი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს”.- განაცხადა პრემიერმა.