“ნარიმან ნარიმანოვმა საქართველოს წაართვა ჰერეთი” – რამაზ გაგნიძე

“ქართული მისიის” ერთერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება და აცხადებს:

“აღნიშნული გეგმა მორგებულია “ოცნების” მთავრობის ფინანსური სარგებელისთვის. ხალხი ფაქტობრივად, მშიერი დატოვეს და თავად ბიუჯეტიდან დიდი ფული მოხსნეს და ჯიბეში ჩაიდეს. მოსახლეობა ყურადღების გარეშე და, რაც მთავარია, აგონიაში დატოვეს”.

გაგნიძეს მიაჩნია, რომ ე. წ. კოვიდ19-პანდემიის ფონზე, საქართველომ არ უნდა გახსნას საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, სადაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა გარკვეული დამატებითი რეგულაციები აუცილებლად შესამუშავებელია.

რაც შეეხება რაჭაში ჰესების მშენებლობას, იგი ამ მშენებლობების პრინციპული მოწინააღმდეგე არ არის, მაგრამ მიიჩნევს, რომ “არ უნდა აშენდეს გიგანტური კაშხალი, რაც სოფლების დატბორვის რისკის ტოლფასია”.

რამაზ გაგნიძე ყურადღებას ამახვილებს ქვემო ქართლში მიმდინარე მდგომარეობაზე და მოითხოვს დემონტაჟი ჩაუტარდეს რეგიონში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს.

“ნარიმანოვი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპანტი პირი, რომელიც იყო აზერბაიჯანის სამხედრო-სახალხო კომისარი. მან მრავალი ქართველი პატრიოტის სისხლი დაღვარა და საქართველოს წიაღს ულამაზესი მხარე, ჰერეთი წაართვა” – ამბობს რამაზ გაგნიძე.

ბექა კვიციანი