საერთო-ევროპული ვაქცინაცია – ევროკომისიის მიზანი

ევროკომისიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საერთო ევროპული სტრატეგია შეიმუშავა. ის ყველა წევრ სახელმწიფოს პრეპარატებზე წვდომას უზრუნველყოფს და კონკურენციას არიდებს თავს. ამის შესახებ “ტვიტერში” ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.

“ამ სტრატეგიის ცენტრში ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობა დევს, რათა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ ეფექტური ვაქცინის მიღების შანსების გაზრდა შეძლოს და ჩვენი მოსახლეობისთვის ასეთი ვაქცინის საკმარისი რაოდენობით და მისაღები ფასად უზრუნველყოს”, – განაცხადა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლების შექმნაში გლობალურ თანამშრომლობას უჭერს მხარს. – report.ge.

“ნიუსფრონტისგან”: შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენს მოქალაქეებსაც მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან, “კოვიდზე” აცრის გარეშე ცხვირიც რომ ვერ გაჰყონ უცხოეთში, რაც ბევრს აიძულებს, უნდა თუ არა, გაიკეთოს საეჭვო ხარისხის და საეჭვო დანიშნულების ვაქცინა, რაც სულაც არ იქნება ლუი პასტერის მიერ გამოგონილი უდიდესი სიკეთის – ვაქცინაციის დედააზრის შესატყვისი აცრა. თუმცა, მეტი გზა არ არის, მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში 1 მლრდ. ევრო გამოჰყო “ახალ კორონავირუსთან” ბრძოლის ფარგლებში ვაქცინის შესაქმნელად.