თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 20 ივნისს არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, რომ არანაირ კონტრაქციას „ქართული ოცნება“ არ გეგმავს. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ“
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ე.წ „გავრილოვის ღამიდან“ 1 წელი გადის და სწორედ ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია დააანონსეს.
“ალია”