თუ ვირუსი გაძლიერდა, არჩევნები გადაიდება

რა მოხდება თუ კი პანდემია ისევ განმეორდება და ვირუსი იმძლავრებს – არჩევნები გადაიდება. ეს ჩვეულებრივი თემაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტებიც იმავეს ამბობენ, უბრალოდ ისარგებლეს მომენტით და ახლა ამბობენ – „გადადება აწყობთ“ და ახალი სკანდალური თემა შემოიტანეს. მე ვფიქრობ რომ პრობლემებს თავს გავართმევთ და არჩევნებს თავის დროზე ჩავატარებთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.

 

 

 

 

 

“იმედინიუსი”