2017 წელს როდესაც მე ვიყავი გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკურ საქმიანობაზე იცით ვინ მედავებოდა? – ირაკლი კობახიძე. მეკამათებოდა კობახიძე იმაზე, რა არის პოლიტიკური საქმიანობა. სამწუხაროდ, დღეს არის გააქტიურებული ამ კამპანიაში ეს ადამიანი, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ეს ორკესტრირებული კამპანია არის ჩემს წინააღმდეგ და ახალი პლატფორმის წინააღმდეგ. მე ვწუხვარ, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის, გიორგი მიქაუტაძის, სერგო მეთოფიშვილის… ისინი წლების განმავლობაში ამბობენ ამას. სხვათა შორის ნაზი ჯანეზაშვილი დავიცავი. პირველი დღე იყო, როდესაც მას არ აძლევდნენ სიტყვის თქმის საშუალებას, მე ის დავიცავი და ნახეთ, ამ ორკესტრის ნაწილია ნაზის განცხადებები. თუ დღეს ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დავა, რა არის პოლიტიკური საქმიანობა… 2017 წელს როდესაც მე ვიყავი გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკურ საქმიანობაზე იცით ვინ მედავებოდა? – ირაკლი კობახიძე. მეკამათებოდა კობახიძე იმაზე, რა არის პოლიტიკური საქმიანობა. სამწუხაროდ, დღეს არის გააქტიურებული ამ კამპანიაში ეს ადამიანი.
21 მაისის შემდეგ რაც მე დავაფუძნე მოძრაობა სულ დავდივარ იუსტიციის საბჭოში. არაერთი სხდომა იყო და არცერთი კითხვა არ მიმიღია ნაზი ჯანეზაშვილისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ჰიპერაქტიურობა არის დაკვეთის ნაწილი. გაგახსენებთ, როგორ მოხვდა ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში, ვწუხვარ რომ ამის გახსენება მიწევს. მას მოპოვებული აქვს “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერა, როდესაც ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
“აიპრესი”