საქართველოს სირცხვილმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე განაცხადა, – რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც კადიროვის განცხადებას გაეცნო:
“ჩემი რეაქცია ერთგვაროვანი არ არის. ახლაც მეღიმებოდა და შეიძლება ვინმემ თქვას, ეს ბიჭი ვერ არისო. პირველი უნდა ვთქვა, რომ კადიროვი ჩემთვის არის კომიკური ფიგურა. პუტინი არ არის კომიკური ფიგურა. კადიროვი კომიკური ფიგურაა თავისი ვიზუალიდან დაწყებული, მისი საუბრის მანერით გაგრძელებული. ვიცი, რომ მასაც აქვს ძალაუფლება, კრიმინალის ძალაუფლება. მთელი უბედურება მაგაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების უნდა გეშინოდეს და ძალიან ბევრ ადამიანს აშინებენ მსგავსი კომიკური ფიგურები, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენც გვყავს სახელმწიფოში.
საფრთხე რეალურია, მაგრამ მე სიკვდილის შიში არ მაქვს და ამით კადიროვი ვერ შემაშინებს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს არ მეხება მხოლოდ მე. ეს არის დაშინება მთელი ქვეყნის. ეს რომ მართლა მოხდეს და მან ჩემი ლიკვიდაცია მოახდინოს, ეს იქნება არა მხოლოდ დესტაბილიზაციის მომტანი, არამედ ძალიან ბევრი დაშინდება. ეს ფაქტორი მუშაობს და რაც ძალიან მაღელვებს. ჩემმა განცხადებამაც კი, ბევრი პანიკაში ჩააგდო და ბევრს ეგონა, რომ ომი იწყებოდა, ბევრი პირადადაც კი დამიკავშირდა. მაგრამ კადიროვს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემი პოზიცია არ იცვლება. ხალხს, რომ ჰგონია, რომ მაშინ ზედმეტი ვთქვი, უფრო მეტის თქმაც შემიძლია”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ipress.ge