გიორგი გაბუნია საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მზად არის გამომძიებლების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხოს. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება პროცესი.
გიორგი გაბუნიას გამოკითხვა სავარაუდოდ უკავშირდება 12 ივნისის სპეცოპერაციას რა დროსაც, სუს-მა რუსეთის მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გუშინ 4 საათზე სუს-ში დაბარებული იყო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც თუმცა, ტელეწამყვანის მსგავსად უწყებაში არც ის გამოცხადდა.
საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითად გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მან ინფორმაცია გამოძიებას არ შეატყობინა და გაბუნიას უსაფრთხოების ზომები თავად გაამკაცრა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.
“იმედინიუსი”