“კურიერისთვის” იმ მაჟორიტარების სია გახდა ცნობილი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ წარმოადგენს. ანონიმური წყაროს ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის უბნებზე ასე გადანაწილდება:
ნაძალადევში კენჭს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის;
მთაწმინდაზე მანდატისთვის შალვა შავგულიძე იბრძოლებს;
ვაკეში გაერთიანებული ოპოზიცია “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას კანდიდატურას დააყენებს;
სამგორის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრიდან ერთ-ერთი – ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი იყრის კენჭს;
გლდანში მაჟორიტარობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს,
ხოლო ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება.
“რუსთავი2”