სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი 12 ივნისს ნაბეღლავში იმყოფებოდა, კომპანია “წყალ მარგებელში” მივიდა და დაფასოებული მინერალური წყალი თბილისში წაიღო. უკვე 14 ივნისს მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა.
14 ივნისს მას პირველადი კვლევა ჩაუტარდა და COVID-19 არ დაუდასტურდა. 16 ივნისს კი გამეორებით PSR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამ ეტაპისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში “წყალი მარგებელის” თანამშრომლებს აკვირდებიან, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განაცხადა, მათი კარანტინში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას, რადგან კონტაქტები ეპიზოდური და ძალიან მცირე იყო.
“კურიერი”