სუს-ის უფროსმა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების პრესსამსახური საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის. „ვერაფერს გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება საქმის მასალები, ლილუაშვილმა ასე უპასუხა: „არ შეიძლება“.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

 

 

 

 

 

“იმედინიუსი”