თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან 1 შემოტანილი, მე-2 კი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია.
მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.
“დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2 დაგვემატა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მე-2 კი შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ამ ეტაპზე 21 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში არ ველოდებით, რომ პროგრესიება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. მძიმე პაციენტი არ გვყავს, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
“ინტერპრესნიუსი”