პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სულ უფრო მეტ სიბრალულს იწვევს. იგი იძულებულია, ჟურნალისტების მომაბეზრებელ შეკითხვებს უპასუხოს – ახლა დონალდ ტუსკის კრიტიკასთან დაკავშირებით.
ე. წ. “ევროპის სახალხო პარტიის” ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პოლონელმა დონალდ ტუსკმა, “ტვიტერის” საშუალებით “შეშფოთება” გამოხატა იმის გამო, რომ იარაღის უკანონო ფლობაზე დაპატიმრებული გიორგი რურუა დღემდე პატიმრობაში რჩება. ტუსკმა მოუწოდა ქოცების ხელისუფლებას, გაათავისუფლოს რურუა.
“8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო პროცესი უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ეს ქვეყანას შეეფერება; არაერთხელ მითქვამს, რომ სააარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი” – განაცხადა პრემიერმინისტრმა გახარიამ.