ლუკაშენკომ ბელარუსში მასშტაბური დესტაბილიზაციის მცდელობები აღკვეთა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა ჩაშალა.

„სიტუაციას ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ გარკვეული ძალები, რომლებიც სიტუაციის არევას ცდილობენ ქვეყანაში, გააქტიურდნენ. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს.

თუმცა, მაინც მოვახერხეთ ზოგიერთი ნაბიჯის წინასწარ გადადგმა და ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმის ჩაშლა შევძელით“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

საუბარია რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის და მათი მომხრეების დაკავებაზე. ლუკაშენკო ამა წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია, მისი მოწინააღმდეგეები ცდილობენ, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ამ გზით შეძლონ წარმატებული პრეზიდენტის დამარცხება.