“ფეისბუკზე” იგორ გიორგაძის ყალბი ანგარიში გამოჩნდა

იგორ გიორგაძის ერთადერთ ოფიციალურ, ქართულ-ინგლისურენოვან საიტზე  ვრცელდება „ბატონი იგორ გიორგაძის იურიდული ჯგუფის განცხადება ფეიკ ეკაუნტებთან დაკავშირებით“:

– „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუკის პორტალზე დარეგისტრირდა იგორ გიორგაძის სახელით ფეიკ-პროფილი. აღნიშნული ყალბი პროფილით თითქმის ყოველდღიურად კეთდება შეურაცმყოფელი განცხადებები პოლიტიკურ ფიგურებზე , რელიგიურ საკითხებზე და სხვა და სხვა სახის სენსიტიურ თემებზე. გვინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური შეფასებები ეკუთვნის პირს, ვინც ყალბი გვერდი შექმნა და ცდილობს, საზოგადოებას მისი ინტერესების შესაბამისად, იგორ გიორგაძის პიროვნებაზე შექმნას უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი. მივმართავთ ერთის მხრივ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ პირის მიმართ, რომელიც სოციალურ ქსელში იგორ გიორგაძის სახელით, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მეორეს მხრივ კი მივმართავთ ფეისბუქის ადმინისტრაციას, გააუქმოს აღნიშნული სახელით (იგორ გიორგაძის) შექმნილი ყალბი მომხმარებლის გვერდი. აქვე გაცნობებთ რომ ბატონი იგორ გიორგაძე არ სარგებლობს, არ უსარგებლია და არც მომავალში აპირებს ისარგებლოს რომელიმე სოციალური ქსელით მათ შორის არც facebook” პლათფორმით“ – წერია განცხადებაში.

როგორც აღმოჩნდა, განცხადება იურისტთა ჯგუფმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სულ ახლახან, უცნობმა პირებმა იგორ გიორგაძის სახელით ყალბი ანგარიში ( https://www.facebook.com/eduardshevardnadze5 ) შექმნეს.

 

წყარო: “თვალსაზრისი