„ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა.
ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არცერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
“აიპრესი”