შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა.
“15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – დაწერა “ფეისბუქზე” ჯავახაძემ.
ნინო ჯავახაძე გიორგი გახარიას კადრია, ის გახარიას მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
თუმცა, როგორც “ალია” იტყობინება, შსს-ში განაცხადეს, რომ ნინო ჯავახაძემ პირადი მიზეზის გამო დატოვეა საჯარო სამსახური.
წყარო: “ალია”