მოძრაობა “გაბედეს” წევრები, თბილისის კანცელარიისა და პრეზიდენტის სასახლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ. ადგილზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ხმის გამაძლიერებელი მიიტანეს, საიდანაც 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენების ხმა ისმოდა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ადრე იძინებს და მას შესაძლოა არც კი ჰქონდეს გაგებული, თუ რა ხდებოდა 20 ივნისის აქციაზე.
“გაბედეს” წევრებმა, კანცელარიის მსგავსად, სადეზინფექციო ხსნარი ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაასხეს.
“რუსთავი2”