გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა

მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგს მართავდა, უცნობმა პირმა მსუბუქი ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა.

მას მანქანის გაჩერება მოთხოვეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. ინციდენტი მალევე დასრულდა.

გრიგოლ ვაშაძემ, ბრიფინგზე, გასული წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

 

 

 

“აიპრესი”