“მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდეს” – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“ერთხელ დავამარცხე 2014 წელს საბურთალოზე არჩევნებში. მე და თამაზ მეჭიაური ვართ მხოლოდდამხოლოდ ვინც 2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” სადმე რამე მოუგო. სხვა არავის არაფერი მოუგია, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც ბოკერიას და ა.შ.
თუ არჩევნებში მოგება გინდა შე დალოცვილო, ისეთი კანდიდატურები დააყენე რომ მოიგებენ, უბრალოდ კი ნუ აყენებ ამ კანდიდატურებს.
ადამიანურად, პიროვნულად ძალიან დიდი პატივს ვცემ შალვა შავგულიძეს. ხომ ნახეს რომ მაისში ვერ მოიგო? რა ნახეს? შეიცვალა მთაწმინდა? ანა დოლიძე მოუგებდა შალვა შავგულიძეს და მოიგებს მთაწმინდაზეც”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ანა დოლიძე უნდა მოვიაზროთ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად?
ალეკო ელისაშვილმა ასე უპასუხა:
„მოვიაზრებზე არ არის. თუ ოპოზიციას მართლა უნდა “ქართული ოცნება” დაამარცხოს, მაშინ ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, ჩვენ კი ნუ გვეზომებიან და გვეტოლებიან. ლევან კობერიძე და ანა დოლიძეც მოუგებს შალვა შავგულიძეს.
“ქართულ ოცნებას” თუ გინდა მოუგო ძლიერი კანდიდატი უნდა დააყენო. ამას ელენე ხოშტარიაზე ხომ არ ვამბობ? ელენე ხოშტარი არის მაგარი გოგო!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“აიპრესი”