საზოგადოება დაიღალა, მაგრამ მაინც თავს იწვალებს ლევან ბერძენიშვილის პროვოკაციული “ლექციებისაგან”, თავად ეს კაციც არ ეშვება საზოგადოებას და არც ჟურნალისტები ეშვებიან მას. გადავწყვიტე, ამდენი ხნის მერე, რეაგირება მოვახდინო ამ ყველაფერზე, მით უფრო, რომ საბაბს ისევ ლ. ბერძენიშვილი იძლევა.
“რა არის თავისუფლება?” – “პანდემიის” ჟამს მოცლილი და უაზროდ გამოკეტილი საჯარო ბიბლიოთეკა ეკითხება “მეტრს” და იწყება, რაც იწყება. ლევან ბერძენიშვილმა, გარდა იმისა, რომ სისულელეები ილაპარაკა მეგრელებზე (რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა), არაერთი ლაფსუსი დაუშვა ისტორიის, მათ შორის, ფილოსოფიის ისტორიის ცოდნაში. თუმცა ამასაც არა უშავს. ბევრად უარესია, რომ ბერძენიშვილი ქრისტესა და ქრისტეს მოძღვრებას თავის “ლიბერასტურ” ყაიდაზე გვასაღებს. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ ქრისტიანმა თუ დალოცა და ქრისტესგან სიკეთე უსურვა მუსლიმს, ეს მუსლიმის “შეურაცხყოფაა” – მარნეულში როგორ გაბედა თურმე ეკლესიამ და ნაკურთხი წყალი აპკურა ქუჩებს. ბერძენიშვილის საუბედუროდ, მარნეულელებს მასზე ბევრად უფრო მაღალი შეგნება აქვთ – ნებისმიერ “ჩობანი” უფრო განვითარებულია და ინტელექტუალი, ვიდრე ეს ჩვენი ლიბერასტების ბაირაღი. არც ერთ მარნეულელს, რამდენიმე ლიბერასტი “ენჯეოშნიკის” გარდა, ქრისტიანული რიტუალი არ აღუქვამს შეურაცხყოფად. მარნეული არის შიიტური ისლამის ცენტრი საქართველოში. მუსლიმები ზოგადად, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებით – შიიტები, გამოკვეთილად დიდ პატივს სცემენ იესოს და მარიამს, როგორც ყურანისეულ წინასწარმეტყველებს. შიიტები სცნობენ წმინდანების კულტს, აქვთ ჩვენი საეკლესიო გალობის მსგავსი სარიტუალო სიმღერები და სამყაროს აღსასრულის დღეს იმამ მაჰდისთან ერთად მოელიან იესოს…
მეტსაც გეტყვით – ისლამის კავკასიური და, კერძოდ, აზერბაიჯანული ვარიანტი, არის განსაკუთრებულად რბილი ქრისტიანობის მიმართ. მე თავად ერთი-ორი აზერბაიჯანელი შემხვედრია, ბაქოელები, რომლებიც იერუსალიმში ჩემთან ერთად ქრისტიანულ ტაძარში შემოსულან და მარიამ ღვთისმშობლის ხატის წინ ულოციათ. ერთმა შუააზიელმა მუსლიმმა, რომელიც ჩვენს ჯგუფში იყო, შენიშვნაც კი მისცა ამის შემდეგ, რას აკეთებ, ეს ხომ არამუსლიმანური ლოცვააო…
ეს ყველაფერი ბერძენიშვილისთვის უცხო ხილია, მას არ უსწავლია და არც აინტერესებს, რომ ჩაღრმავდეს რელიგიის საკითხებში. ეს მისი ნებაა, მაგრამ მაშინ რატომ იქაფებს პირს ასე რელიგიაზე საუბრით? რატომ აღიზიანებს მას განსაკუთრებით მართლმადიდებელი მოძღვრება და ეკლესია? ან წმ. შუშანიკს რას ერჩის, რატომ არაა ეს უდიდესი, ქრისტესთვის შეწირული ქალი “მაგარი”? რით ვერ დაამტკიცა შუშანიკმა თავისი წმინდანობა?.. ახლა არ თქვათ, ბერძენიშვილს ამ ყველაფერს სოროსი ავალებსო… არასერიოზული ბრალდება იქნება. ადამიანი შინაგანად არის განწყობილი ასე ანტიეკლესიურად, მასში ჩანს კომპლექსი, გაბოროტება და ამიტომ იგი უფრო სიბრალულის ღირსია. თუ შველა შეგვიძლია, უნდა ვუშველოთ კიდეც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისი პერსპექტივა არ ჩანს.
დავუბრუნდეთ “ლექციას”. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მარნეულში ნაკურთხი წყლის სხურებით ჩვენმა ეკლესიამ მუსლიმებს უთხრა თურმე – “თქვენი ღმერთი ვერ დაგიცავთ და აჰა, წყალი, ფუ თქვენ!” აი ასეთი იდიოტია ბერძენიშვილი (როგორც თავად ამბობს, ძველბერძნულად, “პოლიტიკაში არჩართული”). ნაკურთხი წყალი ჰგონია ადამიანების დამცირების იარაღი – მიასხამ და თურმე იგივეა, რომ შეაფურთხო!
ლევან, შე მართლა იდიოტო – შალვა შავგულიძეზე “უფრო მორალურო” (არა, ამას ხომ მოფიქრება უნდოდა, ჰაა?)! ახლა მრცხვენია, რომ მარნეულელ “ჩობანს” შეგადარე, სწორედ ესაა ჩემი მხრიდან მარნეულელი მუსლიმების უნებური შეურაცხყოფა – ბოდიში მათთან! მაგრამ, როცა ვაჟას ახსენებ, ჯერ ეგ პირი გამოირეცხე და თან დაფიქრდი – “ალუდა ქეთელაური” იმაზე კი არ არის დაწერილი, რომ ქრისტიანობა “ცუდი მოძღვრებაა”, არამედ იმაზე, რომ ქრისტიანობა სწორად იქნას გაგებული და არა ისე, როგორც შენ აღიქვამ ნაკურთხი წყლის მისხურებას შეურაცხყოფად. თორემ, შენი ლოგიკით გამოდის, რომ ალუდა საიქიოში მყოფ მუცალს აყენებდა შეურაცხყოფას ქრისტიანული შესაწირის საშუალებით!! პირიქით, ალუდას თავისი ღმერთის ერთადერთობა და ძალა სწამს და არაქრისტიანი მუცალის (სროლისას ალუდა და მუცალი ერთმანეთს “რჯულძაღლს” ეძახიან) გადარჩენა სწადია საიქიოში!
ესეც არ იყოს, ვაჟა შენსავით არ გაკადნიერებულა, რომ ქრისტიანული მოძღვრების ვითომ რაღაც ნაკლოვან მხარეებზე დაერტყა ლიბერასტური “რეჩები”. ალუდა ქეთელაურის სახით, თავისუფალი და მორწმუნე ადამიანი უპირისპირდება საზარელ, აბსოლუტურად არაქრისტიანულ ადათს – გვამისთვის მკლავის მოჭრას და მკვდრის კიდურებით სახლის შესასვლელის მორთვას. მუცალის ვაჟკაცობამ შთააგონა ალუდას ამ წარმართული ადათის (და არა ქრისტიანული მოძღვრების) უვარგისობა. ალუდასთვის მთავარია ადამიანის სული, მისი მდგომარეობა საიქიოში (რაც ცენტრალური საკითხია ქრისტიანობაში!) და ამიტომაც სწადია ასე, რომ მუცალის სულს მიუძღვნას საკლავი. მინდიას მიერ მუცალის გვამისთვის მკლავის მოჭრა მას კიდევ უფრო მეტად აფიქრებს და ამყარებს რწმენაში, რომ მუცალის სულს უნდა დაეხმაროს. მაგრამ ამ ყველაფერს, კიდევ ვიმეორებ, არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანული რელიგიის და საეკლესიო წესების განხილვასთან. ტყუილად ნუ აწუხებ ვაჟას გენიას, მასთან ვერ მიაგნებ ქრისტიანობის დაკნინებას!..
თუმცა, ისიც კარგია, რომ არისტოტელეს მიერ შთაგონებული ბატონი პოლიტიკური ცხოველი, მაგრამ მაინც იდიოტი ლევანი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა ლგბტ-მოძრაობისა და ცირკთან გაბატონებული ტრანსგენდერების დამცველი იქნებოდა, 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა. ამიტომ მეტ კრიტიკას ლევანის მიმართ არ დავწერ.
გულბაათ რცხილაძე
https://www.facebook.com/NSLGeorgia/videos/734980250582408/