საქართველოს უსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრობა დატოვა. ის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის დღესვე მიმართავს.
“21 მაისს დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომლის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლები. რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი დოკუმენტს ახალი პლატფორმის შესახებ, რომლის მიზანია, ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას, რომელიც საკუთარ ორმეფობას სწირავს ამ ქვეყნის განვითარების ინტერესს, ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით ჩემ მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია.
ამოქმედდა სქემა, 108 საპარლამენტო ხმა და ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, ყველა შესაძლებლობით და ყველა ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების და ცენტრების შექმნა, რომელსაც შეუძლია 2 მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია.
ამ ბინძურ პიარკაპმანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა.
ამ ბინძური კამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც “პოპკორნით” სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარ გამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია, ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის. ეს შენობა რჩება მხოლოდ და მხოლოდ იმ ავდიას თავლად, რომელსაც სჭირდება დალაგება.
მე დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით, მოძრაობა ხალხისთვის შენებას, იმისთის რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც სამწუხაროდ ამ შენობაში მე დავრჩი მარტო და რომელთა მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი.
სწორედ ქართველ ხალხთან ერთად მე შევქმნი ახალ სასამართლოს, სადაც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე და სწორედ იმ ქართველ ხალხთან ერთად მე დავალაგებ იმ ავდიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო” – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, ანა დლიძემ საბჭოს წევრობის პარალელურად პოლიტიკურ პარტიებთან მემორანდუმს მოაწერა ხელი. რაც საბჭოს წესდებით კანონდარღვევაა.
მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს იუსტიციის საბჭოს წევრობის დატოვებისკენ მოუწოდეს.
წყარო: ipress.ge