კოვიდ-19-ის ახალი ტალღის შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლება მორიგ ნაბიჯებს დგამს.
11 ივნისს პეკინის სურსათის საბითუმო ბაზარზე კოვიდინფიცრებულის გამოვლენის შემდეგ პეკინში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო და 13 ივნისისდან დღემდე 2 მილიონზე მეტ კაცს ჩაუტარდა ტესტირება.
ტესტირებისთვის ნიმუშებს ასაღებად გამოყოფილ 21 ათას უბანზე ~7 500 მედიცინის მუშაკია დაკავებული. სრული დატვირთვით მომუშავე ლაბორატორიების დამუშავებული ნიმუშების რაოდენობა 13 ივნისის 100 ათასიდან 230 ათასამდე გაიზარდა. მაისის მეორე ნახევარში უხანში წარმატებულად ათვისებული კომბინირებული ტესტირების მეთოდის გამოყენება პეკინშიც დაიწყეს და ერთ სინჯარაში განთავსებული 5 კაცისგან აღებული ნიმუშის დამუშავება ხდება. შედეგად, ამ დროისთვის, პეკინში დღეში ~1 მლნ კაცი გადის ტესტირებას.
მასობრივ ტესტირებასთან ერთად ჩინეთი ვირუსის აფეთქების მეორე ტალღის მასშტაბის და ძალის შემცირებას შემზღუდავი ზომების დაწესებითაც ცდილობს.
მთავარი საბაჟო სამმართველოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დროებით შეჩერდა გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი აშშ-დან. ეს გადაწყვეტილება ქათმის ხორცის უმსხვილეს მწარმოებელ Tyson Foods-ის ერთ-ერთ საწარმოში ვირუსის აფეთქების გამოა მიღებული.
დღეს პეკინში არსებულ PepsiCo-ს სასმელების და საუზმის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათი მუშაობა რამდენიმე თანამშრომლისთვის კოვიდინფიცირების დადგენის გამო შეაჩერა.
პეკინის ხელისუფლება აცხადებს, რომ პეკინის ბლოკირება, მსგავსად უხანისა, არ მოხდება.
შაბათს პეკინში კოვიდინფიცირება 22 კაცს დაუდგინდა და სულ, 11 ივნისიდან გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობამ, 225-ს მიაღწია.
“აიპრესი”