რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონმდებლების წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება. გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის მიზეზი ამ შემთხვევაში დეპუტატებისთვის წლიური ანგარიშის გაცნობაა.
პრემიერისთვის განსაკუთარებით მწვავე კითხვების დასმისთვის ემზადება “ნაციონალური მოძრაობა”. ხელისუფლების ოპონენტებს ძირითდად აინტერესებთ ანტიკრიზიულ გეგმასა და კორუფციასთან დაკავშირებული დეტალები.
“ჩვენმა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი გააკეთა ამ უმზიმეს ვითარებაში. 5.5 მილიარდი სესხი და დახმარება მოიზიდა და აქედან 10%-იც კი არ არის პირდაპირი დახმარების სახით გაცემული ჩვენ მოქალაქეებზე და დღემდე დაპირებულის მესამდედიც კი არ არის დარიგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც ფლანგავენ ამ ფულს და ბუნებრივია, ამაზე მოვთხოვთ პასუხს,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს,” ისინი სესიაზე დასწრებას არ აპირებენ. ეს გიორგი გახარიას ბოლო ერთ თვეში პარლამენტში უკვე მესამე მოსმენა იქნება.
მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ექნებათ შეკითხვები მმართველ გუნდში.
“რუსთავი2”