კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირას“ განუცხადა:
“ყალბი ამბების სამიზნე მას შემდეგ გავხდი, რაც ჩემსა და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შავმა კატამ გაირბინა.
ეს გირგვლიანის საქმე იყო, მაშინ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, პირდაპირ დავადე მათ ხელი და ვთქვი, რომ ესენი არიან ამ საქმის ჩამდენები-მეთქი. ყველა არჩევნების წინ ასე ხდება, როგორც კი საჯარო სივრცეში აქტიურობას ვიწყებ. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემი პოზიცია, როგორც წესი არგუმენტირებულია და რასაც ვიძახი ბოკერიაზე, ვაშაძეზე თუ სააკაშვილზე, პირდაპირი პასუხი არ არის მაგაზე, არამედ პასუხს ასე მცემენ, რაღაც ამბავს მოიგონებენ, შექმნიან სენსაციას და მერე დამდევს ვინმე ჟურნალისტი, ან უვარდება ჩემს ცოლს სახლში, მოსვენებას არ აძლევენ ჩემს ოჯახს. უკვე ყველამ კარგად იცის ეს მეთოდები.
რასაც სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა, ეს იყო სახელმწიფო ტერორიზმი, მაგის იდეოლოგი ბოკერია და სხვები დასჯილები არ არიან. ეს გიგი წერეთელი და სხვები, აქეთ-იქეთ რომ გადმოხტნენ ახლა და ევროპულობას იბრალებენ და საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ ჩეკისტი, დღემდე „კაგებეს“ აქტიური თანამშრომელი. მათზე ბევრი რამ ვიცი და ყოველთვის ვამხელდი, არასდროს შემშინებია, მაშინაც კი, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში იყო და ახლა მით უმეტეს“-განაცხადა ხაინდრავამ.