დექსამეტაზონი – COVID 19-ი საწინააღმდეგო პირველი წარმატებული პრეპარატი: მეცნიერების უნიკალური მიგნება

მეცნიერთა ახალი კვლევების თანახმად, იაფიან და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატს, დექსამეტაზონს შეუძლია, გადაარჩინოს ის მილიონობით პაციენტი, რომლებიც კოვიდ 19-ის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, დაბალი დოზის სტეროიდული მკურნალობა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არის მთავარი მიღწევა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წამლის გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის – სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.

მკვლევართა შეფასებით, ბრიტანეთში პანდემიის დაწყების მომენტში ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო დექსამეტაზონი ფართო გამოყენებისთვის, სულ ცოტა 5000 პაციენტს იხსნიდნენ სიკვდილისგან. წამალი ძალზე დაბალი ფასის მქონეა, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ღარიბი ქვეყნებში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

კვლევაში, რომელშიც ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ჯგუფმა ჩაატარა, 2000 კოვიდ ინფიცირებულ პაციენტზე გამოსცადეს დექსამეტაზონი, ხოლო დანარჩენ 4000-ს კი აღნიშული წამლით არ უმკურნალეს.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ვენტილატორებზე მყოფი პაციენტებისთვის კოვიდ 19-ისგან გარდაცვალების რისკი 40 %-იდან 28 %-მდე მცირდება.

 

 

 

 

“ნიუპოსტი’