დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართება

დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართება, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა მეორედ შედგება.

ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას კვლავ არ მიიღებს “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”.

მათი განცხადებით, აუცილებელია შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა. სხვა შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებებნ.

საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი 21 ივნისს დაუჭირა. ცვლილებების პროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

“პირველი”