თემაა, თითქოს ჩვენ გვაქვს რესურსი, გიორგი რურუა გავათავისუფლოთ ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება და ციხიდან ვინ გამოვა. ეს თემა უკვე იყო და გავიარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას გიორგი რურუა საერთოდ არ ენაღვლება.
„იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, რასაც სასამართლო აკეთებს. აქედან ადვოკატია, იქედან – პროკურორი. ეს ის რეალობაა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ და მიზანია, ამ რეალობის შეცვლა. სურთ, საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში ისე იხილავენ, რომ სასამართლოს უთხარით, გამოუშვან, თორე, ხმას არ მივცემთო. ეს ერთი მიზანია და მეორეა, გარკვეული ვალდებულება აქვთ, ამას ასრულებენ, თამაში უწევთ და რთულ დღეში არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.
სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
“იმედინიუსი”