საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაიმართოს, სხდომის დაწყებისთანავე განცხადებები გაკეთა. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპონენტები. მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ გარკვეული დრო აქვთ იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს .
“ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს 116 მხარდამჭერი ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორე ხარისხოვანია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.
“ამიტომ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა.
“დარწმუნებული ვარ კონსტიტუციური კანონპროექტი გავა იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის ხარისხის ამაღლების საქმეში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, დღეს სხდომაზე რეგისტრაცია 115 დეპუტატმა გაიარა. მათგან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ემზარ კვიციანმა, ალექსანდრე ერქვანიამ და კახაბერ ოქრიაშვილმა. აქედან გამომდინარე, ჯამში 112 ხმა გროვდება, თუმცა
აქედან მხარი არ დაუჭრია ემზარ კვიციანმა, ალექსანდრე ერქვანიამ და კახაბერ ოქრიაშვილმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, ჯამში 112 ხმა გროვდება.
“რუსთავი2”