მექსიკაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ოახაკადან 112 კილომეტრში მდებარეობდა, ხოლო მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ცუნამის ტალღები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1 000 კილომეტრშია შესაძლებელი.
შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
“პრაიმთაიმი”