ბათუმში მაშველებმა, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მაშველებმა, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საძიებო სამუშაოებში, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა, სამი მყვინთავი იყო ჩართული. ასევე ხდებოდა მონიტორინგი წყლის ზედაპირზე.

ახლობლების ინფორმაციით, ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

 

 

“იმედინიუსი”