დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დღეს 18 ოჯახს გლდანი-ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. ვულოცავ ამ ოჯახებს და წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტს. ვისაც ანალოგიური პრობლემები გაქვთ, მიმართეთ თქვენი რაიონის გამგეობას და მიიღებთ სრულ ინფორმაციას, თუ რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ფართის დაკანონება“, – აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

“იმედინიუსი”