ქართული საწარმო MGMTex გაკოტრდა. საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში უკვე აისახა.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საწარმო ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა ტანსაცმელს, როგორებიცაა: H&M, Mango, Zara, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვები.
წყარო: ghn.ge