ყალბი დოკუმენტების დამზადებით მითვისებული 100 ათას ლარზე მეტი – დაკავებულია კომპანიის დირექტორი

ტოეიაჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქონლის ხე-ტყის ფიქტიური მიწოდებები განახორციელა და გააყალბა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მიიღო 100 ათას ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი. დაკავებულს 9-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

“კურიერი”