ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

„ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,”- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა.

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”