მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს და ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის წერილს აზიარებს, რომელიც თარგამაძემ ყოფილ გენპროკურორ ჯამლეტ ბაბილაშვილს მისწერა და რომელსაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი ახლავს.
თევზაძის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამდენიმე, მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ჰყავს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დანაშაული გაჟღავნდება.
„რამდენადაც ვიცი, აქ ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამოდენიმე… მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ყავს და, იმედია, გამჟღავნდება ისიც, ხოლო როდესაც გამჟღავნდება, შერცხვება მგონია ბევრს.
მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? ანდა საქართველოში აკრედიტებული ელჩებს რატომ უღირთ თავიანთი ქვეყნების რეპუტაციით თამაში ქართველი მოსახლეობის წინაშე? ბუნებრივია, ეხება იმ ელჩებს, რომლებსაც ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში მიუძღვით წვლილი”, – წერს დავით თევზაძე.
“პრაიმთაიმი”