როგორც ვიუწყებოდით, დღეს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამხედრო აღლუმი გაიმართა. ტრადიციულად, მოსკოვის აღლუმზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერები.
ამჯერად მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ: ბელარუსიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მოლდავეთის, სერბეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პირველი პირები.
მათ გარდა, სრულუფლებიანი სტატუსით, იმყოფებოდნენ რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ლიდერები.